ლევან კობიაშვილი: გია გეგუჩაძის კონტრაქტი იქნება გათვლილი შედეგზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარადგინა.

"მიხარია, რომ გია გეგუჩაძე ჩვენთანაა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო "დინამოს". მათთვის მარტივი არ იყო გეგუჩაძის დათმობა, რადგან ის კარგად მუშაობდა გუნდში.

საბედნიეროდ, მოხდა შეთანხმება და ეს ჩვენი ერთგვარი წარმატებაც არის. ჩვენ გვჭირდება ასეთი სპეციალისტი.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გიას, რომელიც დათანხმდა ჩვენს წინადადებას. ჩვენი ხედვები ერთმანეთისას ემთხვევა და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები გვექნება ამ მიმართულებით.

გია არის სპეციალისტი, რომელსაც გამოცდილება აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ არჩევანი მასზე. იმედი მაქვს, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი იქნება.

გეგუჩაძის კონტრაქტი იქნება 3-წლიანი, ანუ 2018 წლის ბოლომდე და გათვლილი იქნება მხოლოდ შედეგზე.

ეს შესარჩევი ჯერ მიმდინარეობს... მომდევნო შესარჩევის მეტოქეები ჯერ არ ვიცით. როცა გვეცოდინება, იქნება მინიმალური შედეგი დაწესებული. იქნება იგივე სისტემა - დაესახება გუნდს მიზნად მინიმალური შედეგის მიღწევა და გიას კონტრაქტიც იქნება გათვლილი შედეგზე. შედეგზე იქნება დამოკიდებული ხელფასიც.

რაც შეეხება კახა ცხადაძეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მზად ვარ, შევხვდე და ვესაუბრო, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდეს კონტრაქტის გაწყვეტა, მაგრამ აღნიშნული შეხვედრა ჯერ არ შემდგარა", - თქვა კობიაშვილმა.

"მინდა მადლობა გადავუხადო "დინამოს". მასთან განშორება ჩემთვის იოლი არ იყო. მადლობა სფფ-სა და ლევანს ამ ნდობისთვის, რომელიც დიდი პატივია ჩემთვის.

ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში იმ გარემოებებმა ითამაშა, რაც ჩვენს საუბარში ითქვა - ერთნაირი ხედვები გვაქვს მრავალი კუთხით.

ჩემთვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ერთგვარი გამოწვევაა. მე ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორიც ვიქნები. ერთ სისტემაში მოქცევა აუცილებელი რამაა, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ფეხბურთს სჭირდება.

მიზანი იქნება ნაკრების წინ წაწევა და ეროვნულ ნაკრებს მოვუმზადოთ ფეხბურთელები", - თქვა გეგუჩაძემ.
ძირს კობი და გაუმარჯოს დომენტის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ხო კიდე ცხადაძეს და მის მოტრფიალე ფეხბურთის მოყვარულებსაც გაუმარჯოს და ასე ესმის ზოგიერთს ქართული ფეხბურთის აღმავლობა და სიყვარული.საერთოდ ბურთის გორება რო იციან ამ ქვეყანაში ისიც მიკვირს ეგეტი გულსემატკივრობის გადამკიდე.
quTaiseli
10:49 28-01-2016
0
თუ ფედერაციამ არ გაასაჯაროა ახალი მწვრთნელის ხელფასი, მითუმეტეს თუ ის ჩვენი ბიუჯეტიდან იქნება გადახდილი,მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი, რაც ცხადაძის გარშემო დატრიალდა, ბლეფია და მეტი არაფერი.
gela
10:43 28-01-2016
0
გეგუჩაძის ხელფასი რამდენი იქნება ?
კობი
09:59 28-01-2016
0
მოკლედ ცუდი ფორმით გაუშვეს თუ კარგი ფორმით ცხადაძე ეს საკამათოა,(თუმცა მე ვემხრობი აზრს რომ ცუდი ფორმა იყო) მაგრამ ხალხნო არ იყო ეს ცხადაძე იმ დონის სპეციალისტი რომ ამხელა აჟიოტაჟად ღირდეს! თქვენ არ იყავით ამ ბაჩანათი რა გაგვიხურა საქმეო რო გაიძახოდით.. ან ჯერ პოლონეთთან 4:0 მერე მერე ამხანაგურებში სვარკის ყურება დაგავიწყდათ? მოვიდა კობიაშვილი და რა თქმა უნდა თავისი ხალხით და ხედვებით უყურებს განვითარებას! მიდი კობი! მე მჯერავს შენი! კარგი კაცი ხარ შენ!
daglili
22:30 27-01-2016
0
ეხლა არაფერს ვამბობ ერთი არ გაუმართლებია ამ სისტემას მეტი არ მინდა და ალბათ მინიმალური მიღწევა მესამე ადგილია არა?! ჩვენ არ გვაქ დასაკარგი წლები...
_svani_
18:52 27-01-2016
0
მინიმალური შედეგი რას ნიშნავს კობიაშვილო გასვლა მაინც დაისახეთ მიზნად ჯგუფიდან.ერთი იმასაც ვნახავთ ახალი მცვრთნელი რა შედეგებს აჩვენებს შესარჩევში
irakli
18:22 27-01-2016
0
ჯიგარი ხარ კობი! .... ცხადაძე ნაკრებს უნდა მოშორდეს.
aureliano buendia
17:41 27-01-2016
0
კობის ვალდებულებაა გააჟღეროს, თუ რა ოდენობის ხელფასი დაენიშნა გეგუჩაძეს. მით უმეტეს, თუ ხელფასი ეძლევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სადაც ყოველთვიურდ 382 ლარს ვრიცხავ ჩემი ხელფასიდან, დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით. რატომ ასაიდუმლოებთ??? თუ გასაჯაროება დანაშაულია, მაშინ რატომ გაასაჯაროეთ ცხადაძის ხელფასი? კობი და .... შენ..
meko
17:32 27-01-2016
0
კობი გიას ხელფასის ოდენობას გააჟღერებს მაშინ, როცა არ იქნება შედეგი და საქმე მხოლოდ ხელფაისის გაცემაზე მიდგება. კობი ბოლო დროს მაგრად აიჭრა. დალაგდება ალბათ. მაგრამ როდის!!!
lile
17:28 27-01-2016
0
ანუ შემდეგი სესარჩევის კენჭისყრამდე ხელფასზე არაფერი წერია კონტრაქტში? რას ბოდიალობთ, თქვით რამდენი აქვს ხელფასი
ჯიჯი
16:42 27-01-2016
0
გიას ხელფასიც გააჟღერე კობი რახან ხემფასებზეა ყველაფერი დამოკიდებული შენთვის.
ერთნაირი მიდგომა ყველასთან!
16:28 27-01-2016
0
ლოგიკური კითხვაა, რატომ არ ითქვა გეგუჩაძის ხელფასი? კობიაშვილო, შენც კარგი
ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე ყოფილხარ.
Levani
16:25 27-01-2016
0
ვულოცავ ბ-ნ გიას და ვუსურვებ წარმატებას!

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების ასკი ქართულ ფეხბურთში მიმაჩნია ყველაზე პრობლემურად, განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების კუთხით (მიზეზებს არ ჩამოვთვლი).

ბ-ნო გია, მაინტერესებს, თქვენც სხვა ქართველი მწვრთნელებივით თვლით, რომ ფეხბურთელი ნაკრებში ფიზიკურად მომზადებული უნდა მოვიდეს (სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება), თუ ამ საკითხზე გაქვთ თქვენი ხედვა, როგორ მოვუმატოთ ფიზიკური კონდიციები 2 დღეში?

პატივისცემით გუჯა კახაძე
სირბილის სწავლების ცენტრი
16:20 27-01-2016
0
ხელფასის ოდენობას რატომ არ ასახელებთ? აა, არაეთიკურია? გეთანხმებით, არაეთიკურია, ჰოდა ცხადაძეს შემთხვევაშიც ეგრე უნდა მოქცეულიყავით.
ბბ
16:20 27-01-2016
0
ერთ სისტემაში მოქცევა როგორ უნდა მოხდეს, როდესაც ფედერაციის ცვლილება ყოველთვის საქართველოში იწვევს ნაკრების მწვრთნელების ცვლილებას? არავინ არ აგრძელებს დაწყებულ საქმეს და ყველა ახალათ იწყებს . . . მ....ნ თქვენი ერთნაირი სისტემა...
sirabidze
16:16 27-01-2016
0
და რამდენი აქვს ხელფასი ეხლა გეგუჩაძეს?
soso
15:56 27-01-2016
0
ხალხს ერთჯერადი შედეგი კი არა, რეალური ამოსვლა უნდა ამ ჭაობიდან, უნდა უფრო ძლიერი ჩემპიონატი, კლუბები ხანდახან მაინც, რომ შედიოდნენ ევროპა ლიგის ჯგუფში, აქაურ თამაშებს ნათესავების გარდა კიდევ სხვაც ესწრებოდეს. 21წლამდე ნაკრები ორით მეტ თამაშს თუ მოიგებს რა იცვლება?
Levani
15:43 27-01-2016
0
სიახლეები პოპულარული