ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U17. საქართველო-უკრაინა 1:3 - ბრძოლას VII-IX ადგილებისთვის ვაგრძელებთ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირში "განვითარების თასი 2016"-ში ჯგუფის ბოლო შეხვედრა უკრაინელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ თამაშის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ვასილ მაისურაძის გუნდს ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლის შანსი აღარ ჰქონდა - მანამდე გამართულ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფინელმა 17-წლამდელებმა მინიმალური ანგარიშით მოლდოვას სძლიეს და 7 ქულას მოუყარეს თავი.

ქართველთა ერთადერთი გოლი გიორგი კუციამ 71-ე წუთზე, საჯარიმოს შესრულების შემდეგ გაიტანა და ანგარიში 1:2 გახდა, თუმცა უკრაინელებს ორბურთიანი უპირატესობის აღსადგენად სულ წუთი დასჭირდათ...

საბოლოოდ, C ჯგუფი ბურთების
უკეთესი სხვაობით უკრაინამ მოიგო, საქართველოს ნაკრებმა კი მესამე ადგილი დაიკავა და ბრძოლას VII-IX ადგილებისთვის გააგრძელებს. მომდევნო მატჩს ქართველი ჭაბუკები 23 იანვარს გამართავენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება: მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე, ლუკა ასათიანი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე.