U19. საქართველო VS პორტუგალია - არამარტო პრესტიჟისთვის

AutoSharing Option
დღეს, 31 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში მეორე შეხვედრას პორტუგალიელ თანატოლებთან გამართავს. მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება. თამაშსზე დასწრება უფასოა, მის ტელერეპორტაჟს კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დევდარიანის გუნდმა ჯგუფის პირველი მატჩი ესპანეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:4 დათმო, პორტუგალიელებმა კი თურქ 19-წლამდელები გაანადგურეს - 6:1. საქართველო-პორტუგალიის შეხვედრის დაწყებამდე, 14:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ესპანელი და თურქი 19-წლამდელები ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება,
მხოლოდ ერთი გუნდი გადის. შებამისად, ქართველ ჭაბუკებს მიზნის მისაღწევად დარჩენილ ორ მატჩში აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, თუმცა, ამავდროულად, სხვა შეხვედრებშიც მათთვის სასურველი შედეგი უნდა დაფიქსირდეს.

I ჯგუფი 19-წლამდელთა ელიტრაუნდში ბოლოა, სადაც გამარჯვებული ჯერ კიდევ გამოსავლენია. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვეს გერმანიამ, რუსეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, უკრაინამ და მასპინძელმა საბერძნეთმა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო);
მცველები: აკაკი შულაია (მერანი), ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გია ჩაბრაძე (ყველა - საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), გიორგი თევზაძე (სამტრედია), გიორგი დუმბაძე (ლოკომოტივი თბ);
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი (ორივე - საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ბერიძე (ზესტაფონი);
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (გენკი, ბელგია), მათე კვირკვია (ზესტაფონი), ილია კერძევაძე (სამტრედია), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-ესპანეთი 1:4 - ელიტრაუნდი წაგებით დავიწყეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული