ლუკა ზარანდია: ჯგუფიდან გასასვლელად მაქსიმუმს გავაკეთებთ

AutoSharing Option
დღეს, 29 მაისს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის თანატოლთა გუნდები ჰყავს. გიორგი დევდარიანის ნაკრები ჯგუფის პირველ შეხვედრას დღეს ესპანელებთან გამართავს - მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 14:00 სთ-ზე, სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს პორტუგალიელი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან.

U19. საქართველო VS ესპანეთი - ვიწყებთ ელიტრაუნდს
გიორგი დევდარიანი: ევროპაზე გასვლის გარანტიას ვერავინ მოგცემთ
U19. პრესკონფერენცია: მწვრთნელები თანხმდებიან - ჯგუფი უძლიერესია!
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ხალხნო, მოდით
სტადიონზე და ამ ბიჭებს უქომაგეთ!

დევდარიანის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლუკა ზარანდია თამაშის წინ ამბობს:

"სამივე მეტოქე დიდ საფეხბურთო ქვეყნებს წარმოადგენს. ისინი ასაკობრივ ჩემპიონატებზე მაინც განსაკუთრებულად კარგად თამაშობენ.

ამის მიუხედავად, მაინც პოზიტიურად ვართ განწყობილები, რადგან საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ჯგუფიდან გასასვლელად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებიდან ბექა ვაჩიბერაძე გავიდა. მასთან ვმეგობრობ და მინდა წარმატება ვუსურვო. იმედია, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენც გავალთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცენტრამდე ვერ ააქვტ ბურტი რისი იმედი უნდა იქონიო
0
წარმატებები !!! იმედია გავიხარებთ და როგორც ყოველთვის ლამაზ ფეგბურთს გვანახებთ.
Jemiko
13:08 29-05-2015
0

სიახლეები პოპულარული