ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U19. ინგლისი და ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, 9 ივლისს, საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის B ჯგუფის მესამე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის ფავორიტმა ინგლისმა მესამე მატჩიც მოიგო. ინგლისელებმა ამჯერად გერმანელები დაამარცხეს ანგარიშით 4:1 და 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

მეორე ადგილზე გავიდნენ ჰოლანდიელები, რომლებმაც ბულგარელებთან ფრედ 1:1 ითამაშეს. ამ ფრით მათ ჯამში 4 ქულა დაუგროვდათ. გერმანია და ბულგარეთი ჯგუფში ჩარჩნენ.

ამრიგად, ინგლისი ნახევარფინალში ჩეხეთს შეხვდება, ჰოლანდია კი - პორტუგალიას.