U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს, ონდრეი შაშინკამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ჩეხებმა კუთხურიდან მეორეც გაგვიტანეს - ამჯერად ლიბორ ჰოლიკმა.

ამ დროს მსაჯს გულშემატკივრის ნასროლი მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მოედანი ჩეხმა ფეხბურთელებმაც დატოვეს, თუმცა როგორც მსაჯი, ისე ფეხბურთელები, მოედანს მალევე დაუბრუნდნენ.
იხილეთ მატჩის
ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი გამარჯვება იზეიმა, ორჯერ კი მარცხი იწვნია და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩეხეთთან: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკოლოზ მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე (თემურ ჩოგვაძე, 82), დავით სამურკასოვი (ვატო არველაძე, 67), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კოჩორაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი, 72), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი არაბიძე.
მკითხველის კომენტარები / 31 /
კველა მაგრები არიან ერტი ნაკლი რაც არი ფიზიკურად მომზადება. მცრტვნელი ცოტა გამიცდილი განაპირა მცველები გამოსჰდა რას სასიხარულოა. კუცია ტუ ასე მიკვა უმაგრეს ფეხბურტს იტამასჰებს. კოხრეიზე ფლანგის მოტამასჰეა . სჰაკვეტაზე არაბულიმოხვდება კარგი მცრტვნელის ხელსჰი და ვეგარ იცნობტ
emzari
10:37 10-07-2017
0
ლაკვეხელიანი მართლა კარგი ბიჭია. ასეთი მცვლი ფაქტიურად არ მახსენდება მე მთავარ ნაკრებში. ჩვენი ფლანგის მცველების შეტევითი პოტენციალი ძალიან შეზღუდულია და მათი თამაში არის მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიტანილი ბურთზე უკან პასი ან მაქსიმუმ არაზუსტი და ძალიან ძლიერი ჩაწოდებები. ამ ბიჭს აშკარად შეუძლია გამწვავება და თან ერთ-ერთი იმათგანი იყო ვინც ბოლომდე ირბინა. დღეს შემტევი ფლანგელების გარეშე თამაში ფაქტიურად წარმოუდგენელია. იმედია მოუმატებს კიდევ და ცოტა ფიზიკაშის მოძლიერდება
fraternity
10:27 10-07-2017
0

სიახლეები პოპულარული