U19. ინგლისი-ჰოლანდია 1:0 - ინგლისი ნახევარფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
"მიხეილ მესხზე" დაპირისპირებულმა გუნდებმა პირველ ტურში დამაჯერებლად მოიგეს. ინგლისმა ბულგარეთი 2:0 დაამარცხა, თუმცა ჯგუფის ლიდერად ყველამ ჰოლანდია შერაცხა, რომელმაც გერმანიას დამაჯერებლად სძლია - 4:1. მაარტენ სტეკელენბურგის გუნდმა ძალიან დახვეწილი და ლამაზი ფეხბურთი აჩვენა...

გუშინდელი შეხვედრა კი ჰოლანდიისთვის უიღბლოდ და უსიამოვნოდ დაიწყო: უკვე 21-ე წამზე, ისა სულიმანთან შეჯახებისას, ევრო 2017-ის პირველი ჰეთ თრიკის ავტორმა ჯოელ პირუმ გონება დაკარგა და მოედანზე სახით დაეცა. "ეინდჰოვენის" თავ
დამსხმელი წამიერად წამოდგა, მაგრამ მერე ისევ მოედანზე დაწვა და თვალები ისე დაატრიალა, ექიმები (სხვათა შორის - ინგლისელებისაც) მისცვივდნენ და საკაცით გამოიყვანეს.

როგორც შემდეგ გაირკვა, ქართველმა ექიმებმა მისი კლინიკაში გადაყვანა და გასინჯვა მოითხოვეს, თუმცა ჰოლანდიელებმა ჩათვალეს, რომ საშიში არაფერი იყო...

ამის შემდეგ პირუ შოკიდან კი გამოვიდა, მაგრამ ჰოლანდიის ნაკრები აშკარად ნირწამხდარი თამაშობდა, ხოლო ინგლისელები ძალიან მწვავედ უტევდნენ. მარტო მეისონ მაუნტი სამჯერ დარჩა მეკარესთან პირისპირ, თავის გამოჩენა შეეძლო ლუკას ნმეჩასაც, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჰოლანდიელების კაპიტანმა, "ფეიენოორდის" კიპერმა ჯასტინ ბეილოუმ სასწაული რეაქცია გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლებისგან იხსნა.

ჰოლანდიელთაგან კი რეალური მომენტი ჯეი-როი გროტმა და ჯავაირო დილროსუნმა შექმნეს, მაგრამ მათ შეტევებს ბრიტანელთა მეკარე აარონ რამსდეილი გადაეღობა.

მეორე ტაიმიც იმავე სცენარით წარიმართა. ანგარიშის გახსნა შეეძლოთ იმავე მაუნტის, ისააკ ბარკლის, მაგრამ ბეილოუ ისევ საიმედოდ იდგა, თუმცა ბენ ბრერეტონის შეტევისას ვეღარაფერი გააწყო.

ინგლისი B ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა და ნახევარფინალში სათამაშოდ ბოლო ტურში გერმანიასთან ფრეც ჰყოფნის, ხოლო ჰოლანდიელები ურთიერთობას ბულგარელებთან გაარკვევენ.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური
06.07. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 1:0
გოლი: 1:0 ბრერეტონი (84)
ინგლისი (4-3-3): რამსდეილი - სტერლინგი, ჩალობა, სულიმანი, ჯეი და სილვა -დოზელი, მაუნტი (77. ედვარდსი), ედუნი - ბარკლი (90. ჯოშ და სილვა), ნმეჩა (72. ბრერეტონი), სესენიონი.
სათადარიგოები: ტროტი, ჯონსონი, მედოქსი, ჯეიმსი
მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
ჰოლანდია (4-3-3): ბეილოუ - ბაკბორრდი, დეკერი, ობისპო, კაროლინა - დე ვიტი, კადიოღლუ, კოოპმეინერსი (85. კონგოლო) - ნანელი (57. ლანგი), პირუ (8. გროტი), დილროსუნი.
სათადარიგოები: პასი, ევარტენსი, ლონვეიკი, კემპერი
მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი
არბიტრი: მ. კრისტოფერსენი (დანია)

06.07. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
გერმანია-ბულგარეთი 3:0
გოლები: 1:0 ამენიდო (10), 2:0 გული (19-პენ), 3:0 ფრეიდე (53-პენ)

B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 2 2 0 0 3-0 6
2. ჰოლანდია 2 1 0 1 4-2 3
3. გერმანია 2 1 0 1 4-4 3
4. ბულგარეთი 2 0 0 2 0-5 0

მომდევნო მატჩები
A ჯგუფი
8 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
9 ივლისი, კვირა
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ინგლისი-გერმანია 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული