U19. პორტუგალიამ ჩეხეთს მოუგო, რა შანსი აქვს საქართველოს

AutoSharing Option
საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემიონატზე A ჯგუფში II ტურის შეხვედრები გაიმართა.

დღის ბოლო მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც პორტუგალიის ნაკრებმა ჩეხ თანატოლებს ანგარიშით 2:1 მოუგო და ტურნირის ნახევარფინალში თამაში ვადამდე გაინაღდა.

ანგარიში პორტუგალიელებმა მეზაკე ჯუს გოლით 35-ე წუთზე გახსნეს. ხუთ წუთში მარტინ გრაიციარმა გაათააბრა. გამარჯვების გოლი 74-წუთზე რუი პედრომ შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მანამდე გამართულ ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთს ანგარიშით 2:1 სძლია და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი
გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]


ბოლო ტურის წინ A ჯგუფში პირველ ადგილზე პორტუგალიაა 6 ქულით, 2-3 ადგილებს კი თითო მოგებით საქართველო და ჩეხეთი იყოფენ. 8 ივლისს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები "მიხეილ მესხზე" სწორედ ჩეხეთს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და გიორგი ყიფიანის შეგირდებს მიზნის მისაღწევად მოგება სჭირდებათ.

გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე" პორტუგალია და შვედეთი ითამაშებენ. ორივე მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.

U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 2 2 0 0 3-1 6
2. ჩეხეთი 2 1 0 1 3-3 3
3. საქართველო 2 1 0 1 2-2 3
4. შვედეთი 2 0 0 2 2-4 0
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიჩიაზე ვერა? თუ მეტი გოლი რო აქვს გატანილი მაგ პონტში ჩეხეთი გადის , მაგრამ გაშვებულიც ხო მეტი აქვს.
david
09:58 06-07-2017
0

სიახლეები პოპულარული