მშვენიერ ქვეყანაში ვართ - 19-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელთა პრესკონფერენცია

AutoSharing Option
1-ელ ივლისს, თბილისში, სასტუმრო "ჰუალინგში", ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

- გიორგი ყიფიანი: მე, მედიამ და ქომაგმა ეს ზეწოლაში არ უნდა გადავზარდოთ!

2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, თბილისსა და გორში, 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს, პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

კეიტ დაუნინგი (ინგლისი):

"მინდა, მადლობით დავიწყო. მადლობა საქართველოს ასეთი ორგანიზებისთვის. ჩვენ აქ ამ დილას ჩამოვედით და ქართველები ძალიან კარგად გაგვიმასპინძლდნენ.

იგივე გუნდი გვყავს, რაც სექტემბერში.
ჩვენს ჯგუფში დიდი კონკურენცია იქნება, ჰოლანდიელები და გერმანელები ჯგუფს უფრო დაძაბულს ხდიან, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა და წარმატების მიღწევაში დარწმუნებული ვარ. ჩემი გუნდის ფეხბურთელები ვარსკვლავებად იზრდებიან.

ამასწინათ, ჰოლანდიელებს და ბულგარელებს ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ და ამ გუნდებს კარგად ვიცნობთ. ტექნიკურად და ტაქტიკურად მომზადებულები ვართ, სულისკვეთებაც საბრძოლოა. მსგავსი ტურნირი განვითარებაში გვიწყობს ხელს".

ფრანკ კრამერი (გერმანია):

"მეც მადლობით დავიწყებ. გმადლობთ ასეთი ორგანიზებისთვის, ამ გარემოსთვის. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და მატჩებს ველით. ველით დიდ კონკურენციას. იქნება ბრძოლა და ეს გვჭირდება კიდეც.

რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლია, მაგრამ ეს ისეთი ტურნირია, ყველა გუნდი თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს და გამონაკლისი არც ჩვენ ვიქნებით.

ჰოლანდიელებს კარგად ვიცნობთ. ჩვენს ქვეყნებს შორის ამხანაგური მატჩების ჩატარება ერთგვარ ტრადიციად იქცა. ვაპირებთ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთი ვითამაშოთ. წარმატებას ასე მივაღწევთ. ვფიქრობ, სხვა მწვრთნელებიც ანალოგიურს გეგმავენ".

ანგელ სტოიკოვი (ბულგარეთი):

"მოხარულები ვართ საქართველოში ჩამოსვლით. ჩვენი გუნდი იმ ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც 2015 წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშეს. ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები გვყავს, ამიტომ იმედი მაქვს, დასახულ მიზანს მივაღწევთ.

არც ისე დიდი ხნის წინ, მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ძალიან კარგი მატჩები გამოვიდა და ორივე გუნდს ძალიან წაადგა.

ჩვენ რთულ ჯგუფში ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო თვისებების გამოსავლენად კარგი ორგანიზება გვჭირდება. ვიცნობთ ჩვენ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ამაზე საინტერესო ისაა, რას ვუმზადებთ მას".

მარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდია):

"დიდი მადლობა უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ტურნირის ორგანიზებისთვის. საქართველოში ნოემბერში ვიყავით და ახლა უკვე ვიცოდით, რა ქვეყანაშიც ჩამოვდიოდით. მშვენიერ ქვეყანაში ვართ!

ერთი პრობლემა გვქონდა, რომელიც უეფასა და სფფ-სთან განვიხილეთ. ახლა იმდენად რთული პერიოდია, ფეხბურთელთა მობილიზება გაგვიჭირდა, ამიტომ ნაკრებში ასაკით პატარა ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ისინი ძალიან ნიჭიერები არიან და კონკურენციას გაზრდიან. ყველა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ჯგუფი ძალზედ რთულია და დიდი ბრძოლა იქნება.

ვერ გაგიმხელთ ყველა საიდუმლოს, მაგრამ გერმანიის და ინგლისის ნაკრებებს უკვე კარგად ვიცნობთ. ამ გუნდებს ხშირად ვეთამაშებით. სხვა გუნდებთან დაკავშირებით კი იმას გეტყვით, რომ ვნახეთ ვიდეომასალები და მაქსიმალურად შევისწავლეთ. ტურნირს სათანადოდ მომზადებულები ვხვდებით.

ვაპირებთ ვითამაშოთ ტრადიციული ჰოლანდიური ფეხბურთი. ეს იქნება შემტევი ფეხბურთი, "ყრუ დაცვით".

ელიო სოუზა (პორტუგალია):

"ჩვენი მიზანი ყოველწლიურად ამ ტურნირში მონაწილეობაა. ჩვენი ფეხბურთელებისთვის გამოცდილების მისაღებად ეს უნიკალური შანსია.

თანაბარ ჯგუფში ვართ, გამოკვეთილი ფავორიტი არავინაა და ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მეტოქეებს ზუსტად ისე ვიცნობთ, როგორც ისინი გვიცნობენ. მიზანი ყველა მატჩში სამი ქულის მოპოვებაა, თუმცა ვხვდებით, რომ ეს რთული იქნება.

ჩვენი შემადგენლობა 23 ფეხბურთელიდან შედგებოდა, მაგრამ ვარჯიშზე ორმა ტრავმა მიიღო და გამოგვაკლდა. მიუხედავად ამისა, ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მჭირდება, მწყობრშია".

კლაეს ერიკსონი (შვედეთი):

"პირველ რიგში, მინდა ხაზი იმას გავუსვა, რომ შვედეთისთვის ამ ტურნირში მონაწილეობა დიდი პატივია. ჩვენი ნაკრები ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილეობას პირველად იღებს და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებეს ეს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.

მართალია, პირველად ვართ, მაგრამ მიზანი ნახევარფინალში გასვლაა. მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ სულისკვეთებას, ნიჭსა და პროფესიონალიზმს, რომელიც გვაქვს.

სამწუხაროდ, გუნდში მთლად სახარბიელო მდგომარეობა ვერ არის. დღეს შვედეთის პრემიერლიგა იწყება და ამის გამო 5-6 მოთამაშე გამოგვაკლდა".

იან სუხოპარეკი (ჩეხეთი):

"ჩვენს ჯგუფში პორტუგალია და შვედეთი არიან გამოცდილები, მაგრამ არც ჩვენ ვართ ვინმეზე ნაკლები. მიზანი ყველა მატჩში სამი ქულის მოპოვებაა, ხოლო როგორ ვაპირებთ ამას, ეს, ცხადია, საიდუმლოა.

საქართველოშო საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვედით და თავსაც საუკეთესოდ წარმოვაჩენთ".
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ კომენტარებიდან ვერაფერი გავიგე ვის და რას საყვედურობთ? რაღაც ჩვენ ბიჭებს ვურჩიოთ, რომ ძალები დაზოგონ , 2 ტაიმს ეგენი გულამოგდებული ვერ ირბენენ; ჩვენი სენია. ბოლო ნახევარი საათი რომ სწრაფი შეტევები მოვახერხოთ, უმჯობესია.ერთი პრესინგიც მაგარია
thomas
23:41 02-07-2017
0
Chveni erovnuli chempionatis gundebis “ warmatebebze“ ratom arafers wert? vgulisxmob batumis dinamos, chixuras da goris dilas. Arc fexburtis federacia tavis saitze. Rodemde unda viyot siraqlemas pozashi?!
giorgi
23:46 01-07-2017
0

სიახლეები პოპულარული