ისინი საქართველოში ითამაშებენ!.. ჩვენი მეტოქეები "ჩელსიდან", "სიტიდან", "იუვედან"...

AutoSharing Option
საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირში ორ ჯგუფად გაყოფილი 8 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებზე გასულები ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო გამარჯვებულები - ფინალში. ანუ ფორმულა მარტივი და ნაცადია. უფრო საინტერესო ის არის, გადავავლოთ თვალი იმ გუნდებს, რომლებიც საქართველოში ითამაშებენ.

A ჯგუფი
ჩეხეთი
პირველ შესარჩევ ციკლში ჩეხეთმა მეორე ადგილი დაიკავა ჯგუფში საფრანგეთის შემდეგ.

ჩეხებმა 6 ქულა მოაგროვეს და ფრანგებს ქულით ჩამორჩნენ, ელიტრაუნდში კი უკან მოიტოვეს უნგრეთის, ავსტრიის, შოტლანდიის ნაკრებები და 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელია ახლო წარსულში ჩეხეთის
ნაკრების ყოფილი მცველი იან სუხოპარეკი. ფეხბურთელებიდან კი უნდა გამოვარჩიოთ "შტუტგარტერ კიკერსში" მოთამაშე შემტევი რომან კაისერი.

Sportall.Ge

შვედეთი
პირველ შესარჩევ ციკლში შვედეთმა 9 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო ჯგუფში, რომელშიც თამაშობდნენ სერბეთი, მალტა და მოლდოვა.

რაც შეეხება ელიტრაუნდს, აქ სკანდინავიელებმა 6 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლით აჯობეს ირლანდიას. გარდა ამისა, უკან მოიტოვეს ბელგიელი და იტალიელი თანატოლები.

კლას ერიქსონს არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს - "ასტონ ვილას" მეკარე ვიქტორ იოჰანსონი, "იუვენტუსის" უკანახაზელი ტომას ანდერსონი, "არსენალისთვის" შეგულებული ნახევარმცველი დუშან ჯაიჩი...

Sportall.Ge

პორტუგალია
ეს ის გუნდია, რომელსაც საქართველო პირველ ტურში ხვდება. პორტუგალიამ პირველ შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა, მოაგროვა რა 4 ქულა და ორით ჩამორჩა ბულგარეთს.

ელიტრაუნდში პორტუგალიელებმა (6 ქულა) გაუსწრეს ხორვატიას, თურქეთსა და პოლონეთს. ამ გუნდის ფეხბურთელები ისეთ კლუბებში თამაშობენ, აშკარაა, ძალიან სერიოზულ მეტოქესთან გვექნება საქმე.

Sportall.Ge

B ჯგუფი
გერმანია
პირველ შესარჩევ ციკლში ასპარეზობა გერმანელებმა, შესაბამისად, პირველ ადგილზე დაასრულეს, 9 ქულას მოუყარეს თავი და გაასწრეს ირლანდიას, ალბანეთსა და გიბრალტარს. ელიტრაუნდში კი (9 ქულა) ულაპარაკოდ აჯობეს სერბეთს, სლოვაკეთს და კვიპროსს.

გვიდო შტრაიბერის გაწვრთნილ გუნდში თავი მოუყრიათ წამყვანი გერმანული კლუბების ნიჭიერ აღსაზრდელებს.

Sportall.Ge

ინგლისი
ინგლისს პირველ შესარჩევ ციკლში გაუჭირდა. თანაბარ ჯგუფში 6 ქულა, ამ გუნდის გარდა, საბერძნეთისა და უელსის ნაკრებებმაც მოაგროვეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პატარა "ლომები" პირველ ადგილზე გავიდნენ.

მერე იყო ელიტრაუნდი, რომელშიც ინგლისელებმა 9 ქულა მოაგროვეს და აჯობეს ესპანელ, ნორვეგიელ და ბელარუს თანატოლებს.

კეიტ დაუნინგის შეგირდებს შორის გამოირჩევიან მცველი ჯეი და სილვა ("ჩელსი"), შუახაზელი რაიან სესენიონი ("ფულჰემი") და თავდამსხმელი ისააკ ბარკლი-რიკეტსი ("მანჩესტერ სიტი").

Sportall.Ge

ბულგარეთი
პირველ შესარჩევ ციკლში ბულგარეთმა 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და პორტუგალიასთან ერთად, ბელარუსსა და დანიასაც აჯობა. ელიტრაუნდში ბულგარელებმა კიდევ ერთი სენსაცია მოახდინეს და საფრანგეთთან ერთად ჯგუფში ბოსნია და ისრაელიც ჩატოვეს.

ანგელ სტოიკოვის გუნდის ლიდერები ნახევარმცველები არიან - გეორგი რუსევი ესპანური "ელჩედან" და მატეო სტამატოვი "ესპანიოლიდან".

Sportall.Ge

ჰოლანდია
ჰოლანდიელებმა 9 ქულით, ერთი ამოსუნთქვით მოიგეს პირველი შესარჩევი ციკლი და უკან მოიტოვეს ნორვეგია, რუმინეთი და სან მარინო. ხოლო ელიტრაუნდში "ტიტებს" კონკურენცია ვერ გაუწიეს საბერძნეთის, ფინეთისა და უკრაინის ნაკრებებმა.

გუნდი ძალიან ძლიერია. ჰოლანდიური გრანდების შემადგენლობებში მოთამაშე ჭაბუკების გარდა, აქ არიან "მანჩესტერ სიტის" შემტევი ჟავაირო დილორსუნი და ამავე გუნდის ნახევარმცველი - როდნი კანგოლო.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Chveni erovnuli chempionatis gundebis “ warmatebebze“ ratom arafers wert? vgulisxmob batumis dinamos, chixuras da goris dilas. Arc fexburtis federacia tavis saitze. Rodemde unda viyot siraqlemas pozashi?!
giorgii
23:44 01-07-2017
0
ესენი კი იტამასჰებენ ფეხბურტს ჰვენი ვიკიტხოტ ჰვენ ასეტ სტატიიას რომელი ... იგონებს ერტი
bajo
22:05 01-07-2017
0

სიახლეები პოპულარული