ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი: ეს არის თქვენი შანსი!

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. ჩვენი ჭაბუკები პირველი მატჩისთვის ემზადებიან. კონტინენტის პირველობის სასტარტო მატჩს საქართველოს ნაკრები გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე", პორტუგალიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებს...

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 24 ივნისიდან სასტუმრო "მოხალისეში" იყო შეკრებილი, ბოლო დღეებში კი თბილისის ზღვაზე მდებარე სასტუმრო "ჰუალინგში" გადაინაცვლა, სადაც ჩემპიონატის მონაწილე რვავე ნაკრები დაბინავდა.

30 ივნისს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა საბოლოო შემადგენლობა გამოცხადა (იხილეთ ვრცლად).

საინტერესო თაობა
ვფიქრობთ, 19-წლამდელთა ეს თაობა ძალიან საინტერესოა, რომლის მსგავსიც დიდი ხანია არ გვყოლია. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ნაკრების
მთავარი მწვრთნელის, გიორგი ყიფიანის მიერ შერჩეულ ფეხბურთელებს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვთ, ზოგიერთი მათგანი კი თავის კლუბში სულაც ლიდერად ყალიბდება.

გუნდს ორი თანაბარი ძალის მეკარე ჰყავს - ლუკა გუგეშაშვილი ("იაგელონია", პოლონეთი) და გიორგი ჩოჩიშვილი ("შევარდენი 1906").

ნაკრებში მიწვეული მცველი დავით კობოური თბილისის "დინამოში" თამაშობს და დამაჯერებლად გამოიყურება. პრაქტიკა არ აკლიათ არც საბურთალოელებს - ნიკა მალის, ლუკა ლაკვეხელიანსა და თომა ხუბაშვილს, ისევე, როგორც ტორპედოელ შალვა ბურჯანაძეს.

ყიფიანს საინტერესო ნახევარმცველებიც ჰყავს. წლეულს ბევრი მათგანის პროგრესი აშკარაა. მაგალითად, თბილისის "დინამოში" გაიბრწყინეს გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი კუციამ, თბილისის "ლოკომოტივის" საკვანძო ფიგურად ყალიბდება დავით სამურკასოვი...

ქუთაისის "ტორპედოში" გაბრიელ საღრიშვილიც ხშირად ჩნდება, ხოლო ნიკა კვანტალიანი - ბათუმის "დინამოში"...

ახლა თავდამსხმელები ვნახოთ. გუნდში საინტერესო ფორვარდები არიან - ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა), "ლოკომოტივში" ძალიან კარგად ათამაშებული ვატო არველაძე და გიორგი კოხრეიძე, რომელმაც "საბურთალოში" მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.

ძნელი გასახსენებელია, მთავარ ქართულ ლიგაში ასაკობრივი ნაკრების ერთდროულად ამდენ წევრს ოდესმე თუ უთამაშია. ევროპის ჩემპიონატამდე ეს ფაქტი ნამდვილად იმედის მომცემია.

ბიჭებს კი ფილმის - "ჩვენ ერთი გუნდი ვართ" - ეპიზოდს შევახსენებთ, სადაც გამოუცდელი მოთამაშეეებით შეკოწიწებულ გუნდს ახალგაზრდა მწვრთნელი მიმართავს:

"მოწინააღმდეგეები ჩვენზე ძლიერები, სწრაფები, გამოცდილები და, თეორიულად, ჩვენზე ბევრად უკეთესებიც არიან. მაგრამ მინდორზე გასვლისას თქვენი გულები და სისხლის უკანასკნელი წვეთიც კი თამაშს მიუძღვენით და თუ ამას გააკეთებთ, ჩვენ არ წავაგებთ. თამაში გაძლევთ შესაძლებლობას, ხალხმა ისეთები დაგიმახსოვროთ, როგორებიც სინამდვილეში ხართ. ეს თქვენი შანსია, ფერფლიდან აღსდგეთ და მოიპოვოთ დიდება! გესმით?! დიდება, რომელსაც ქალაქი ელოდება!"

დიახ, ეს არის შანსი, რომ ქართული ფეხბურთი გამოაცოცხლოთ და მაყურებელი დაუბრუნოთ. რაც მთავარია, თქვენ ამ შანსის გამოყენების უნარი გაქვთ!

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის განრიგი
A ჯგუფი
2 ივლისი, კვირა
თბილისი. მიხეილ მესხი
შვედეთი-ჩეხეთი 17:30

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
საქართველო-პორტუგალია 20:00

5 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი
საქართველო-შვედეთი 17:30

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
ჩეხეთი-პორტუგალია 20:00

8 ივლისი, შაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
3 ივლისი, ორშაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი
ბულგარეთი-ინგლისი 17:30

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
გერმანია-ჰოლანდია 20:00

6 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 17:30

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
გერმანია-ბულგარეთი 20:00

9 ივლისი, კვირა
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
ინგლისი-გერმანია 20:00

1/2 ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
თბილისი. დავით პეტრიაშვილი
B1 - A2 17:00

თბილისი. მიხეილ მესხი
A1-B2 20:00

ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს არის ალბათ ბოლო პერიოდის ასაკობრივი, რომელმაც ტოლ სწორად ეთამაშა ევროპულ თანატოლებს. წააგეს მოგონილი პენალტით. ფედერაცია რას შვება? თუ გამოვიდეთ ქუჩაში პლაკატებით და ვთხოვოთ, თუ არაფრათ არ გვთვლიან,შეიტენონ ის ბურთი უეფა-მ და ფიფამ 50/50-ზე, გული რომ არ დაწყდეთ.
guri
22:05 02-07-2017
0
ბიჭებს დიდი მადლობა. კობიაშვილმა თავის სიტყვა უნდა თქვას.
guri
21:48 02-07-2017
0

სიახლეები პოპულარული