ტარიელ ხეჩიკაშვილი: საქართველოში ევროპის მომავალ ვარსკვლავებს ვიხილავთ

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ფეხბურთის განვითარებისთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი საჩუქარია ევროპული ფეხბურთისგან და სფფ-სგან ჩვენი გულშემატკივრებისთვის.

ვიხილავთ მომავალ ვარსკვლავებს. ის, რომ ევროპული ტურნირები იყოს წარმოდგენილი საქართველოში, ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე მნიშვნელოვანია ყველა რეფორმა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს და ეს მოწონებულია ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელებისგან.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა იქნება და ჩვენი ნაკრები კარგ შედეგს აჩვენებს. ეს დიდი გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ,
ნაკრების თითოეულ წევრს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული აქვს", - თქვა ხეჩიკაშვილმა.

- U19. საქართველოს მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული