U21: საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს ბულგარეთთანაც გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ცნობილი იყო, რომ გია გეგუჩაძის გუნდი 12 ივნისს ჩერნოგორიას დაუპირისპირდებოდა.

როგორც გეგუჩაძემ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, საქართველოს ახალგაზრდული გუნდი  ჩერნოგორიამდე, 8 ივნისს, ასევე სტუმრად ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის ნაკრების წინაღმდეგ ჩაატარებს.

- რას გეგმავთ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე?
- ივნისში არსებულ სანაკრებო პაუზას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. სიახლეა ის, რომ 8 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ვეთამაშებით. გარდა ამისა, უკე იცით, რომ 12 ივნისს სტუმრად დავუპირისპირდებით ჩერნოგორიას.

Sportall.ge გია გეგუჩაძის სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გეგუჩაძის იედი მაქვს.. რაღაცას გამოადნობს.. წარმატებები ბიჭებს და უფრო მეტი აგრესია!
ქუთაისელი
15:42 04-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული