გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
22 და 25 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლისთვის მზადების ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ისლანდიასთან. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უკვე შეარჩია ის 24 ფეხბურთელი, რომლებიც ისლანდიელებთან სათამაშოდ მოემზადებიან.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში გამოძახებულთა შორის ხუთი ლეგიონერია. 8 ფეხბურთელი თბილისის "საბურთალოდანაა", 4 - თბილისის "დინამოდან" და 3 - თბილისის "ლოკომოტივიდან". 21-წლამდელთა ნაკრებში თითო მოთამაშითაა წარმოდგენილი "ტორპედო", "შუქურა", "სიონი" და "მერანი".

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);

მცველები:
გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (მერანი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: გიორგი ზარია (დინამო), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (სიონი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);

თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო), რომან ჭანტურია (ოლიანენსე, პორტუგალია), ლუკა იმნაძე (საბურთალო).

შეგახსენებთ, რომ ევრო 2019-ის შესარჩევ ჯგუფში, რომელიც 1-ელ სექტემბერს დაიწყება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები დანია, პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა და ფარერები არიან. იქამდე გეგუჩაძის გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმილი 12 ივნისს, სტუმრად მონტენეგროს თანატოლთა გუნდთან აქვს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ნაკრებით შორს ვერ წავალთ ბატონებო!
გოგი ქუთაისელი
11:45 14-03-2017
0
რახდება შეგიზლიათ გვითხრათ პირველ რიგში გამოიზიეთ Fეხბურთში რახდება რა შავი ფული ტრიალებს ნაკრებში აკვანასთან დაკავშირებით მოგიკვანთ მაგალითს პირველი მოსახსნელი გიორგი ნემსაძეა და ნერე გამოსაძიებელი და დასაჩერი
tato
17:24 13-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული