ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U17. საქართველოს ნაკრებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბოლო შეხვედრა გამართა.

გიორგი ნემსაძის შეგირდები ლატვიის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 2:5 დამარცხდნენ. ჩვენი მხრიდან მეტოქის კარის აღება ჯანგველაძემ და მექვაბიშვილმა მოახერხეს. ამ შეხვედრით 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს.

ლატვიის წინააღმდეგ მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

თვალოძე, მელიქიშვილი (კაპანაძე 21), ბაქრაძე (წაქაძე 52), აზაროვი (ხარაიშვილი 74), ჩოთალიშვილი, ჩარკვიანი (გელაშვილი 52), მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (აშორდია 40), დავითაშვილი (ქუთათელაძე 57), თუდები (31" კვარაცხელია), ჯანგველაძე

სათადარიგონი: ბახტაძე, გულიაშვილი.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით