ევროპალიგა: ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" და "აიაქსი" გავიდნენ

AutoSharing Option
11 მაისს, ევროპალიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ვიგოს "სელტას" მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ, 1:1 დასრულდა და ფინალში ინგლისელები გავიდნენ, რომლებმაც ორი მატჩის ჯამში 2:1 იმარჯვეს.

ფინალშია ამსტერდამის "აიაქსიც", რომელიც, მართალია, სტუმრად "ლიონთან" 1:3 დამარცხდა, მაგრამ შინ 4:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო.

ამგვარად, ფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი"  და "აიაქსი" შეხვდებიან. ფინალური მატჩი 24 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მანჩესტერის არის ჩემპიონი ევროპის ლიგის და ჩემპიონთა ლიგის რეალი კარგი სუპერ თასის ყურება მოგვიწევს ორი გიგანტი შეეჭიდება ერთმანეთს
giorgi
05:37 12-05-2017
0
მანჩესტერის არის ევროპის ლიგა ჟოზე ხოდავს მაგრა გუნდს
giorgi
05:34 12-05-2017
0

სიახლეები პოპულარული