ევროპალიგა. 1/4-ფინალი: ნახევარფინალში ოთხი ქვეყნის კლუბი გავიდა

AutoSharing Option
20 აპრილს ევროპალიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" დამატებით დროში 2:1 მოუგო "ანდერლეხტს" და 1/2-ფინალში გავიდა. დამატებით დროში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა ამსტერდამის "აიაქსიც", რომელიც, მართალია, "შალკესთან" სტუმრად 2:3 დამარცხდა, მაგრამ მანამდე შინ 2:0 ჰქონდა მოგებული და ორმატჩიან დაპირისპირებაში, ჯამში 4:3 მოიგო.

"ბეშიქთაშთან" პენალტების სერიაში მოიგო "ლიონმა" (7:6), "სელტასა" და "გენკის" დაპირისპირება კი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ესპანელები გავიდნენ - ორი მატჩის ჯამში 4:3.

ასე რომ ევროპალიგის
ნახევარფინალში ესპანური, ინგლისური, ფრანგული და ჰოლანდიური კლუბები იქნებიან.

ევროპალიგის ნახევარფინალის კენჭისყრა ხვალ, 21 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
aiaqsi moigebs
0
beshiqtashi shemecoda
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული