ევროპალიგა. 1/8-ფინალი: "სელტა" და "ბეშიქთაში" დამაჯერებლად იგებენ

AutoSharing Option
16 მარტს ევროპალიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

"ბეშიქთაშმა" დამაჯერებლად სძლია "ოლიმპიაკოსს" ანგარიშით 4:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. რაიან ბაბელმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

"სელტამ" სტუმრად "კრასნოდარს" ანგარიშით 2:0 სძლია და საერთო ჯამში დაპირისპირება 3:1 მოიგო. 

ასევე შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა "გენკი", რომელმაც "გენტთან" ფრედ ანგარიშით 1:1 ითამაშა.

ბეშიქთაში-ოლიმპიაკოსი 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 ვინსენტ აბოუბაკარი (10), 2:0, 3:1 რაიან ბაბელი (22, 71), 2:1 ტარიკ ელიონუსი (31), 4:1 სენკ ტოსუნი (84) 

გენკი-გენტი 1:1 (5:2)
გოლები: 1:0 ტიმოტი კასტანე (20), 1:1 ლუის ვესტრაეტე (84)

კრასნოდარი-სელტა 0:2 (1:2)
გოლები: 0:1 ჰუგო მალო (52), 0:2 იაგო ასპასი (80)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული