"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ვნახოთ, რამდენად კარგი იქნება "სიტი" ჩვენ წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი მესტრემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასთან" ერთად ჯგუფში ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" მოხვდა, რომელიც ადრე ესპანურ გუნდს წვრთნიდა.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია

"ვფიქრობ, გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "სიტი" უკვე შეიცვალა, მაგრამ ვნახოთ, რამდენად კარგები იქნებიან ისინი ჩვენ წინააღმდეგ. ორივე მატჩი ძალიან რთული იქნება", - თქვა მესტრემ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული