ჩეხი დაეცა: მესიმ პეტრს კარიერაში პირველად გაუტანა

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"ბარსელონას" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მეკარე პეტრ ჩეხს კარიერაში პირველად გაუტანა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ლონდონის "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის დროს ჩეხის კარში ორი გოლი გაიტანა.


მესიმ ანგარიში 71-ე წუთზე გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ 7-წლიანი დაპირისპირების პირობებში ჩეხის კარში პირველად გაიტანა.

"არსენალამდე" ჩეხი ლონდონის "ჩელსის" კარს იცავდა და "ბარსელონასთან" ჩატარებულ 6 შეხვედრაში მესისგან ბურთი არ გაუშვია.

აქედან "ბარსელონამ" ერთხელ გაიმარჯვა, ოთხჯერ ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო, ხოლო მესიმ სამჯერ გაარტყა ძელს.
ეტყობა თამაშს არ უყურე შენ,რეალი წელს ბარსას Bევრად ჩამორჩება,ბავარია დ. Bარსაა წელსაც ლიგის გამარჯვების Fავორიტები
tengos
16:47 24-02-2016
0
გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე, მიუხედავად 2:0 გამარჯვებისა, მომეჩვენა, რომ "ბარსელონა" ხარისხით ბევრად ვერ ჯობდა "არსენალს". პირველი გოლი მხოლოდ შეცდომის გამო გავიდა და მესის დამსახურება არ არის. ამით იმას ვამბობ, რომ "ბარსა"-სთან თამაში არ წარმოადგენს ისეთ სირტულეს, როგორც მითებია. "არსენალი" საშუალოზე ოდნავ მაღალი დონისაა და მიმაჩნია, "ბარსელონა"-ს ძალიან გაუჭირდება ტიტულის შენარჩუნება. შესაძლოა, დათმოს კიდეც. რა თქმა უნდა, "ბავარია" და "რეალი" ძლიერი კონკურენტებია. სხვაც არ არის გამორიცხული. ერთ თამაშს "სიტი", "ჩელსი", "პსჟ", ან "ატლეტიკოც" ითამაშებენ უმაღლეს დონეზე.
თენგო
15:37 24-02-2016
0
სიახლეები პოპულარული