გერმანულმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარეს

AutoSharing Option
გერმანულმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ტურნირის ანტირეკორდი დაამყარეს.

პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ოთხმა გერმანულმა გუნდმა ერთ ტურში წააგო.

26 ნოემბერს "ლევერკუზენი" შინ "მონაკოსთან" (0:1) დამარცხდა, დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად ლონდონის "არსენალთან" (0:2) წააგო.

25 ნოემბერს კი მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "მანჩესტერ სიტისთან" (2:3) დამარცხდა.

გელზენკირხენის "შალკემ" საკუთარ კედლებში გამანადგურებელი მარცხი იწვნია ლონდონის "ჩელსისგან" (0:5).

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა", "ლევერკუზენმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ" უკვე გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა, ხოლო "შალკე" ჯგუფში მეორე ადგილისთვის იბრძვის.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კიდევ
სამი საგზური დარიგდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული