ხოსეპ გვარდიოლა: "ვიქტორიასთან" ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა "ვიქტორიასთან" ორივე მატჩში მაქსიმალური ქულების აღებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს "ბაიერნი" პლზენის "ვიქტორიას" უმასპინძლებს.

"12-მა ქულამ ოთხი მატჩის შემდეგ, წესით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური უნდა მოგვცეს, თუმცა ჯერ "ვიქტორიასთან" პირველი მატჩი უნდა გავმართოთ.

მათ კარგად ითამაშეს "მანჩესტერ სიტისთან". თუ მათ ფიქრის საშუალება მივეცით, ისინი ძალიან სახიფათონი შეიძლება გახდნენ.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ინიციატივა თავიდანვე ხელთ უნდა ვიგდოთ. ჩემი გუნდისგან საუკეთესო თამაშს ველი.

რაც შეეხება მარიო გიოტცესა და ფრანკ რიბერის, გიოტცემ წინა მატჩში კარგად
ითამაშა. ის დღითიდღე უკეთ თამაშობს. ვნახოთ, რამდენ წუთს ითამაშებს ის შემდეგ შეხვედრაში. რიბერი მწყობრშია, მან მატჩის წინ კარგად ივარჯიშა",
- თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ: "ბერნაბეუ" ყურადღების ცენტრში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული