სერხიო რამოსი: ვერ ვიტყვი, რომ "რეალი" თავისი თამაშით კმაყოფილია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელმაც 5 მარტს გამართულ შეხვედრაში გოლი საკუთარ კარში გაიტანა, "რეალის" მეოთხედფინალში გასვლის გამო სიხარული გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს.

"ჩვენ კმაყოფილნ
ი ვართ იმით, რომ მეოთხედფინალში გავედით - "რეალმა" ხომ ორრაუნდიან ბრძოლაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი დაამარცხა.

თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილნ
ი ვართ. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა".

ასევე იხილეთ:

მანჩესტერი-რეალი 1:2 - უკეთესის
მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული