ზინედინ ზიდანი: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ცეკვას დავიწყებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ტურინის "იუვენტუსთან" (4:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მიხარია, სეზონი განსაკუთრებული გამოდგა. უკეთესზე ოცნებაც არ შეიძლება. მოვიგეთ ჩემპიონატი ბოლო ტურში და ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, რაც იოლი არაა. ღირსეული მეტოქე გვყავდა.

პირველი ტაიმი რთული იყო. "იუვენტუსმა" საკმაოდ მძლავრად დაიწყო და ბურთს ხშირად ფლობდა, მაგრამ მეორე ტაიმში "კლასი" ვაჩვენეთ და უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. მეტოქეზე უფრო მეტი ზეგავლენა მოვახდინეთ და მათ ვჯობნიდით.

შესვენებისას ფეხბურთელებს ვუთხარი, რო, გეგმის მიხედვით ემოქმედათ, ენერგიულად მიემართათ პრესინგისთვის და
მეტი პასი გაეკთებინათ.

მეორე ტაიმში სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ. პასებით თამაში და მოძრაობა ფანტასტიკური იყო. არ არის იოლი გაუტანო 4 გოლი, ისეთ გუნდს, როგორიც "იუვენტუსია".

მე ამ გუნდის ნაწილი ვარ. ამ წარმატების საფუძველი ისაა, რომ თითოეული მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ სეზონში. ყველამ საკუთარი წილი დადო. ჩემს ფეხბურთელებს ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის. როცა ეს გაქვთ და ასევე ნიჭიც, უფრო ემტი შანსია წარმატების მისაღწევად.

ძალიან მიხარია და მადლობელი ვარ ამ დიადი კლუბის, რომ მომცა შესაძლებლობა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები გამეწვრთნა. უბრალოდ მიხარია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ცეკვას დავიწყებ და ეს კლუბის დამსახურებაა.

ახლა მნიშვნელოვანია დავტკბეთ იმით, რასაც მივაღიწეთ.

უდაოდ, ეს დიადი დღეა. ვერავინ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაცვა, ჩვენ კი ეს გავაკეთეთ. ეს ისტორიული დღეა მთელი მადრიდული ოჯახისთვის, ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის.

შემდეგი სეზონი უფრო რთული იქნება. ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, ხოლო დღეს ყველას ვაჩვენეთ, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს", - თქვა ზიდანმა.

- მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა [VIDEO]
- ტურინში მომხდარი ჭყლეტის შოკისმომგვრელი კადრები [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული