გაბი: ბენზემას ბრწყინვალე "ფინტმა" უკან გაგვწია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანმა გაბიმ "რეალთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ იმაზე ნაკლები გავაკეთეთ, ვიდრე ჩვენგან ელოდნენ და რაც საჭირო იყო ფინალში გასასვლელად.

პირველი ტაიმის პირველი ნაწილი ძალიან კარგი იყო, თუმცა შემდეგ ბენზემას ბრწყინვალე "ფინტმა" უკან გაგვწია. ხელი არ ჩაგვიქნევია, გუნდით ვამაყობ.

ბოლომდე გვჯეროდა გასვლის და ეს მარცხი ფიქრისთვის მიზეზს მოგვცემს. "რეალისა" და "ბარსელონას" დონემდე ასასვლელად კიდევ გვაქვს სამუშაო.

გულშემატკივრების ასეთი ქომაგობა, როცა აგებ, იშვიათია. ეს ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს", - თქვა გაბიმ.

-
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. ატლეტიკო-რეალი: და მაინც, საოცნებო ფინალი... [VIDEO]


მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საუკეთესოდ დადგმული შოუ
levi
16:46 11-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული