კარვახალი გრიზმანზე: ყველაფერს კარგს ვუსურვებ, მაგრამ არა "რეალთან" მატჩებში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა დანიელ კარვახალმა "ატლეტიკოს" ფორვარდზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული კლუბები დღეს ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდებიან.

"გრიზმანი და კრიშტიანო რონალდო? ეს ორი სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ორი სუპერვარსკვლავი. გრიზმანი ბრწყინვალე ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ მას წარმატებით სავსე კარიერა ექნება. ყველაფერს კარგს ვუსურვებ, მაგრამ არა "რეალთან" მატჩებში", - თქვა კარვახალმა.

- რეალი VS ატლეტიკო - ისევ ის დერბი...

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული