ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ემილიო ბუტრაგენიო: შესაძლო მეტოქეებიდან "რეალს" ყველაზე ძლიერი შეხვდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა, რომლის შედეგად "რეალს" მეტოქედ თანაქალაქელი "ატლეტიკო" ერგო.

- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

"გვიხარია, რომ ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა, მაგრამ შესაძლო მეტოქეებიდან "რეალს" ყველაზე ძლიერი შეხვდა. "ატლეტიკო" ის გუნდია, რომელიც მეტოქის შეცდომებს ყოველთვის იყენებს. მათ შეტევის ძლიერი ხაზი ჰყავთ, ამავე დროს, ცოტას უშვებენ. შეცდომები არ უნდა დავუშვათ, თორემ ძვირად დაგვიჯდება", - თქვა ბუტრაგენიომ.

მადრიდულ კლუბებს შორის პირველი მატჩი 2 მაისს გაიმართება, საპასუხო კი - 10-ში.