ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ზინედინ ზიდანი: მითხრეს, რომ "ბაიერნის" მეორე გოლი ასევე თამაშგარედან გავიდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მიუნხენის "ბაიერნთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღეს რონალდომ აჩვენა, რომ საკვანძო მომენტებში გუნდის გადარჩენა შაუძლია. ის მატჩის ბედს წყვეტს. როცა საჭიროა, ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. რონალდო უნიკალური ფეხბურთელია.

კრიშტიანოს სურდა 3:2-ზე შეგვეცვალა, მაგრამ კროოსს პრობლემები აღმოაჩნდა და ამიტომ ტონი შევცვალეთ.

არ ვიცი, უნდა შემოვიღოთ თუ არა ვიდეოტექნოლოიგები. მსაჯების სამუშაო ძალიან რთულია. ყველა დეტალი არ მესმის, რომელიც სამსაჯო საქმიანობას ეხება. მითხრეს, რომ "ბაიერნის" მეორე გოლი ასევე თამაშგარედან გავიდა. ამიტომ ორივე
გუნდზე იმუშავეს, ასეთია ფეხბურთი.

6 გოლი, რომელიც გავიტანეთ ორ მატჩში, დაგვეხმარა, შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. არბიტრების გადაწყვეტილება მეორე ყვითელზე და გოლზე თამაშგარედან არაფერ შუაშია. ფეხბურთში არავის უმართლებს. ორივე მატჩში უნდა მოიგო.

ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე რთული მატჩი "რეალში" ჩემი საქმიანობის განმავლობაში. "ბაიერნი" ჩვენზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ჩვენ გავუძელით და სიმშვიდე შევინარჩუნეთ.

გვქონდა მომენტები, როცა გატანა შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. არავინაა დაზღვეული არასწორი მოქმედებებისგან და მეტოქემ ამით ისარგებლა.

ანჩელოტისთან მსაჯობაზე ვისაუბრეთ, ის უკმაყოფილო იყო. არ ვაპირებ, თქვენთან არბიტრების სამუშაო განვიხილო. მათ რთული სამუშაო აქვთ", - თქვა ზიდანმა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

მომზადებულია AS-ის, L’Equipe-ისა და ESPN-ის მიხედვით