ჩემპიონთ ლიგა. 1/4-ფინალი: "რეალმა" "ბაიერნს" დამატებით ტაიმებში სძლია

AutoSharing Option
18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე "ბაიერნმა" გახსნა. პენალტი ზუსტად რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. 76-ე წუთზე კი კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა. სულ რაღაც ორ წუთში კი საკუთარ კარში ბურთი სერხიო რამოსმა ჩაჭრა.

84-ე წუთზე გერმანელები კაცნაკლულნი დარჩნენ. არტურო ვიდალმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 1:2 დასრულდა და დაპირისპრების გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო. 

105-ე კრიშტიანო რონალდომ დუბლი მიითვალა. 110-ე წუთზე კი რონალდომ ჰეთ თრიქი გაიფორმა. საბოლოო წერტილი კი შეხვედრას მარკო ასენსიომ დაუსვა - 4:2.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომღაც მსაჯებს შეცდომები მაინცდამაინც რეალის და ბარსას სასარგებლოდ მოსდით!! ასეთი შემთხვევები დზალიან ხშირად ხდება რაგაც, ბოლო დროს
batumi
13:42 19-04-2017
0
რეალის მოგება იყო სამარცხვინო და ბაიერნს ეკუთვნოდა გამარჯვება? აბა გადაახვიეთ და ნახეთ პენალტის მომენტი (ესეც და წინა თამაშშიც), ვიდალის ჯარიმა როცს უნდა გაეგდო, სხვა მომენტებიც და რაც მთავარია სტატისტიკა. მსაჯობა კი უკვა მართლა ძალიან აფუჭებს ფეხბურთს, უფასურებს გამარჯვებასაც და უკვე ყველა დამარცხებულს აქვს მსაჯობაზე აპელირების მიზეზი
ფანი
13:03 19-04-2017
0

სიახლეები პოპულარული