დიადი ბუფონი და წაუგებელი "იუვენტუსი" - იუვენტუსი-ბარსელონას საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველ შეხვედრაში "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: ყველაფერი წარმავალია... [VIDEO]

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს აღნიშნულ მატჩზე.

- ეს გამარჯვება "იუვენტუსისთვის" ზედიზედ მე-16 გახდა ყველა ტურნირზე საკუთარ კედლებში.

- "იუვენტუსი" შინ უკვე 48 მატჩია (42 მოგება, 6 ფრე) არ მარცხდება.

- ტურინელთა 39 წლის მეკარისთვის, ჯანლუიჯი ბუფონისთვის ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგაში 112-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით მან პეტრ ჩეხს (111) გადაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა. ლიდერი კი იკერ
კასილიასია 168 მატჩით.

- ბუფონისთვის ეს მე-7 მშრალი მატჩია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში.

- ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, "ბარსელონა" პირველად დამარცხდა ზედიზედ ორჯერ გასვლით მატჩში ჩემპიონთა ლიგაში.

- სტივენ ჯერარდი: ეს ბიჭი "ბარსელონას" ფორმას საერთოდ როგორ ატარებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული