ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "იუვენტუსმა" "ბარსელონა" გაანადგურა

AutoSharing Option
11 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის პირველი მატჩი გაიმართა.

ტურინის "იუვენტუსმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში პაოლო დიბალამ უკვე მე-7 წუთზე გახსნა და მასპინძლები წინ გაიყვანა. "იუვენტუსი" ამაზე არ გაჩერებულა და 22-ე წუთზე დიბალამ დუბლი მიითვალა. "ბარსელონას" სხვაობის შემცირების რეალური შანსი ლიონელ მესის პასის შემდეგ ჰქონდა, როცა მეკარესთან მარტოდ დარჩენილმა ინიესტამ ვერ გაიატა, რაშიც დიდი დამსახურება ჯანლუიჯი ბუფონს მიუძღვის.

პირველი ტაიმი ტურინელთა დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმშიც გოლის გატანა ტურინელებმა მოახერხეს. 55-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 19 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Barca gavarda
zura mdridista
12:41 12-04-2017
0
როგორ არ მიყვარს ბარსელონა>>> ჰალა მადრიდ!!!
zuriko
10:36 12-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული