"რეალის" დირექტორი: შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი შეგვხვდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" დირექტორმა კომუნიკაციების საკითხში ემილიო ბუტრაგენიომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ყველა შესაძლო მეტოქიდან ყველაზე ძლიერი შეგვხვდა, ისევე, როგორც "ბაიერნს". ეს კლასიკური დაპირისპირებაა. ჩვენ არაერთხელ გვითამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ.

კარლო ანჩელოტი კარგად გვიცნობს. "ბაიერნს" უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს ყველა პოზიციაზე და თან, ამავე დროს, გამოცდილები არიან. გვინდოდა "ბაიერნს" ცოტა მერე შევხვედროდით, მაგრამ წილისყრა ასეთია".

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" პირველ მატჩს სტუმრად მიუნხენის "ბაიერნთან" გამართავს.

- ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

მომზადებულია AS და uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული