დღეს "ბარსელონა" დაქალთან დარჩა - სახალისო კომენტარები "ბარსელონას" განადგურებაზე

AutoSharing Option
დღეს, 14 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა.

ფრანგულმა პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ "ბარსელონას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

- ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩები: სიტყვის კაცი უნაი! [VIDEO]

მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო კომენტარი დაიწერა. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე სახალისო და გამორჩეულები, რომლებსაც აქვე გთავაზობთ.

* * *
- დღეს "ბარსელონა" დაქალთან დარჩა.

- "ბარსელონა" 15 წლის გოგოა, პსჟ - მან
დატური.

- პარიზელებს ვალენტინობის ძალიან უხეშად მილოცვა სცოდნიათ...

- "ბარსელონა"-პსჟ-ს მატჩს ვუყურებდი და ჩამოიარა მამაჩემმა. მე პორნოზე გადავრთე იმიტომ, რომ უფრო მარტივი ასახსნელი იყო.

- "ბარსელონას" საცოდაობას და უსუსურობას კავანის კუბოში ბოლო ლურსმანი დაამშვენებდა.

- პსჟ-ს Amateur-ზე ჰქონდა ჩართული.

- საპატრიარქოს თემების გადასაფარად, რეებს კადრულობს "ბარსა".

- იმის შანსი უფრო მეტია მე რომ შეყვარებული გავიჩინო, ვიდრე წელს "ბარსა" გავიდეს შემდეგ ეტაპზე.

- მესი არ ჰყავდა "ბარსას", თორემ მოიგებდა.

- "ბარსა" უფრო გავა თუ მაგდა პაპიძე - გამოვა?

- "ბარსას" მარჯვნივ სერხიო რობერტო ყავს თუ უჩა ლობჟანიძე?

- ჯობდა ვალენტინობა აღმენიშნა.

- ამ ვალენტინობას "ბარსა" ქე იყო დამა ყვავივით...

- მოკლედ, "ბარსელონამ" წააგო 4-0 და მაღლივში აპელაციაზე რომ გავუშვა, არ მოუმატებენ?

- იყოს 5:0, ოღონდ 4:0 არ დამთავრდეს და "არსენალზე" ღადაობა არ დაიწყონ ისევ...

- ყურადღება! "ბარსელონა" გააუპატიურეს, მიმდინარეობს გამოძიება.

- და "ლივერპულის" ფანებისთვის სულერთია, განმეორებითი მატჩებიც და ახლანდელი ლიგის შედეგებიც - ასე წყნარად ვცხოვრობთ ჩვენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მშვენიერი კომენტარებია. ვიხალისე ნამდვილად.
odala
19:17 15-02-2017
0
da romelia aq saxaliso komentari?esaa porno komentarebi,visac egiumori mogwont dajeqit da BARSASATAN ertad itiret
euhhh
14:29 15-02-2017
0

სიახლეები პოპულარული