"MLS-ში 80 წლის ასაკშიც საუკეთესო იქნებოდა" - ჯუზეპე როსი ლიონელ მესიზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა თავადამსხმელმა ჯუზეპე როსიმ, რომელიც MLS-ში Real Salt Lake-ში ბურთაობდა, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"თუ დღეს მესის თამაშებს უყურებთ, კარგად დაინახავდით იმას, რომ ის 80 წლის ასაკშიც MLS-ში საუკეთესო იქნებოდა. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

ვის შეუძლია შეავსოს MLS-ში არსებული სიცარიელე, როდესაც ის გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას? ვფიქრობ, რომ ეს პრობლემად იქცევა", - ციტირებს როსის სიტყვებს Goal-ი.