"16 წელი ცოლი მატყუებდა, რომ ტყუპები ჩემი შვილები იყვნენ; საძინებლის კარს მიკეტავდა, რათა სექსი არ გვქონოდა" - ნჯიტაპმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განქორწინება მოითხოვა

AutoSharing Option
ცნობილმა კამერუნელმა ფეხბურთელმა ჯერემი ნჯიტაპმა სკანდალური განცხადება გააკეთა და ის მეუღლესთან განქორწინებას ითხოვს.

ირკვევა, რომ 2008 წელს დაბადებული ტყუპები მას აქამდე თავისი შვილები ეგონა, თუმცა დნმ-ის ტესტის შემდეგ გაირკვა, ისინი მისი ცოლის ყოფილი ქმრის შვილები არიან. 

"ჩემი ცოლი შეიძლება ჩვენი ქორწინების პირველ ხანებში სავსე იყო სიკეთითა და სიყვარულით, მაგრამ პირველივე მომენტიდან მან მომატყუა. 2008 წლის 5 ივნისს დაბადებული ტყუპი შვილები ჩემებად წარმოაჩინა..

ჩემი დაჟინებული თხოვნით, ჩავატარეთ დნმ-ის ტესტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვები ჩემი მეუღლის ყოფილ ქმარს ეკუთვნოდნენ, რომელთანაც მას ადრე
უკვე ჰყავდა ქალიშვილი და აშკარად აგრძელებდა ურთიერთობას! თუმცა, სანამ შვილებს ნამდვილ მამად ვზრდიდი, მან დამარწმუნა, რომ მათ კანონიერი და ბიოლოგიური მამა რეგულარულად ენახათ.

ჩემი ცოლი არ მაძლევდა უფლებას, მასთან დამეძინა, მიკეტავდა საძინებლის კარს, რომ სექსუალური აქტი არ გვქონოდა, რის გამოც სახლის სხვა ოთახში ვიძინებდი!

ფაქტობრივად, იძულებული გავხდი, სხვა სახლში გადავსულიყავი, მისი ქალიშვილი კი მემუქრებოდა, რომ პოლიციას გამოიძახებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა", - იხსენებს ნჯიტაპი თავის გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერემი ნჯიტაპის მეუღლე ტუკამ ფოცოა, რომელიც კამერუნელი მილიარდერის, ვიქტორ ფოცოს ქალიშვილია. წყვილი 2012 წელს შეუღლდა, როდესაც ტყუპები უკვე 4 წლის იყვნენ.

ნჯიტაპს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "რეალი", "ჩელსი" და სხვა ცნობილი კლუბებია.