"გამაკრიტიკეთ, მაგრამ კანის ფერსა და სექსუალურ ორიენტაციას არ შეეხოთ" - ინიაკი უილიამსი

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევმა ინიაკი ვილიამსმა Athletic-თან ინტერვიუში ფანების კრიტიკის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ქომაგებს შეუძლიათ გააკრიტიკონ, თუმცა კანის ფერსა და სექსუალურ ორიენტაციაზე მათი განცხადებები მიუღებელია.

"თქვით, რომ ცუდი ფეხბურთელი ვარ, ან ჩემი სათამაშო სტილი არ მოგწონთ, მაგრამ კანის ფერსა და სექსუალურ ორიენტაციას არ შეეხოთ, ასეთი განცხადებები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს", - განაცხადა ვილიამსმა.