"ეს ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელია" - ტიერი ანრი

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ Le Parisien-თან ინტერვიუში ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა.

ფრანგის თქმით, "ატლეტიკოს" შემტევი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია.

"როდესაც გრიზმანს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ შრომისმოყვარეობა ყველაზე დიდი ტალანტია. ანტუანი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია და ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. მბაპეს შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა შეხედეთ გრიზმანის პასებსა და გატანილ გოლებს...

დამისახელეთ ფეხბურთელები, რომლებსაც შემტევ ხაზში ოთხივე პოზიციაზე თამაში შეეძლოთ. ასეთი ისტორიაში ბევრი არ ყოფილა, გრიზმანი კი ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, ანტუან
გრიზმანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 38 მატჩი გამართა, თავი კი 19 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

altგრიზმანი: "ბარსელონაში" გადასვლით დიდი შეცდომა დავუშვი

altერთი გოლი საუკეთესოობამდე - გრიზმანი ლუის არაგონესს გაუთანაბრდა

alt"გრიზმანის მიმართ ეს უპატივცემულობაა" - პირესი მბაპეს კაპიტნობაზე

ასევე დაგაინტერესებთ