"ფენერბაჰჩე" შესაძლოა, თურქეთის ჩემპიონატიდან მოეხსნას

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში "ფენერბაჰჩემ" გასვლაზე "ტრაბზონსპორი" 3:2 დაამარცხა, მთავარი მოვლენები კი შეხვედრის დასრულების შემდეგ განვითარდა.

მასპინძელი გუნდის ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვითარება უკონტროლო იყო. ისინი სტუმარი კლუბის ფეხბურთელებზე ფიზიკურ ძალადობას ცდილობდნენ.

დღეს სტამბოლურმა გუნდმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 აპრილს დირექტორთა საბჭო ინციდენტზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

არაა გამორიცხული, "ფენერბაჰჩემ" თურქეთის ჩემპიონატის გაგრძელებაზე, სადაც მე-2 ადგილზეა და ლიდერ "გალათასარაის" 2 ქულით ჩამორჩება, უარი თქვას.
ასევე დაგაინტერესებთ