Il Mattino: "ნაპოლი" ზაფხულში 7 ფეხბურთელს გაყიდის - სიაში ახალწვეულებიც მოხვდნენ

AutoSharing Option
"ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შვიდ ფეხბურთელს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" რიგებში ვიქტორ ოსიმენს, ხუან ჟესუსს, ლეო ოსტიგორს, იესპერ ლინდსტრომს, იენს კაიუსტეს, პასკუალე მაძოკისა და ნათანს ვეღარ ვიხილავთ.

ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. თავდამსხმელს საკუთარი ძალების მოსინჯვა ინგლისში სურს და ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა. რაც შეეხებათ სიაში მყოფ სხვა ფეხბურთელებს, ისინი კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედიან, ახალწვეულებმა კი იმედები ვერ გაამართლეს და დე ლაურენტისმა მათი გაყიდვა გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
გამეხარდებოდა კვარას ხილვა ამ სიაში
rigiti
22:33 18-03-2024
2
ეს დე ლაურენტისიც რომ მიაყიდონ ცუდი არ იქნება
Solo
20:44 18-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული