ყაზახებმა საბერძნეთთან მატჩამდე თურქმენეთს სძლიეს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფისთვის მზადების ფარგლებში, ყაზახეთმა ამხანაგური მატჩი დუბაიში გამართა და თურქმენეთი 2:0 დაამარცხა.

მე-2 წუთზე მოგამედ ადიევის გუნდი "ტობოლის" ნახევარმცველმა ისლამ ჩესნოკოვმა დააწინაურა, 47-ე წუთზე კი "ტულას" ფორვარდმა ალექსანდრ ზუევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახები 21 მარტს გასვლაზე საბერძნეთს ეთამაშებიან და წყვილში გამარჯვებული საქართველო-ლუქსემბურგს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.