ოდესის "ჩერნომორეცის" მწვრთნელი აშშ-ში გაიქცა

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იგორ კასიანენკო თურქული შეკრებიდან გუნდთან ერთად უკრაინაში არ დაბრუნდა და აშშ-ში გაემგზავრა. ის მაიამიში იცხოვრებს.

ანტალიის აეროპორტში კასიანენკო თვითმფრინავში გუნდთან ერთად არ ჩაჯდა, - იტყობინება უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო.

კლუბმა კასიანენკოს საქციელი დაგმო და განაცხადა, რომ მოღალატეს მწვრთნელის ლიცენზიას გაუუქმებს, რამეთუ ფეხბურთში მოღვაწეობის უფლება არ აქვს.