ტიერი ანრი: "რეალის" შემთხვევაში ეს მაგიჟებს

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ CBS-ის ეთერში მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "სამეფო კლუბში" უკვე წლებია, რაც წარმატებულ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებენ.

"იცით, "რეალის" ბოლოდროინდელი წარმატება რისი დამსახურებაა? მათ იციან, თუ რა დროს გაყიდონ ფეხბურთელები. მაგალითად, კარიმ ბენზემა, მესუთ იოზილი, სერხიო რამოსი, კრიშტიანო რონალდო, რაფაელ ვარანი ... წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორი იყო.

თუმცა ყველაზე მეტად გამაკვირვა იმან, რომ კლუბმა კაზემირო გაყიდა და არა მოდრიჩი ან კროოსი, ბრაზილიელი ამ სამეულიდან ყველაზე ახალგაზრდა იყო.

რატომ მოიქცა
"რეალი" ასე? "ბლანკოსს" ბევრი ახალგაზრდა ნახევარმცველი ჰყავს: კამავინგა, ბელინგემი, ჩუამენი. კროოსი და მოდრიჩი მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც სამომავლოდ შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ფლორენტინო პერესი წლების განმავლობაში შესანიშნავ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს. ამაზე კლუბის მიერ მოპოვებული ტიტულები მეტყველებს", - განაცხადა ანრიმ.

alt"ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში" - ტიერი ანრი

alt"მინდა ვმღეროდე ლიონელ რიჩისავით..." - ტიერი ანრი

altტიერი ანრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელს "მკვლელი" მზერით ანიშნა, რომ სკამი გაესწორებინა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ