ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, პრიმერა დივიზიონს, ევროპის ლიგასა და ევროპის ჩემპიონატს - რაკიტიჩის პროგნოზები

AutoSharing Option
ცნობილმა ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის "ალ-შაბაბის" მაისურს ირგებს, Marca-სთან საუბარში გამოთქვა მოსაზრებები, თუ ვინ მოიგებს დიდ ევროპულ საფეხბურთო ტურნირებს.

36 წლის ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" გახდება, ლა ლიგის "რეალი", ევროპის ლიგის "ლევერკუზენი", ხოლო ევროპის ჩემპიონატს მისი ხორვატიის ნაკრები მოიგებს.

ინფორმაციისთვის, ამ გუნდებიდან რაკიტიჩი მხოლოდ "ბარსელონაში" ირიცხებოდა, სადაც ჯამში ჩატარებულ 200 შეხვედრაში 25 გოლი შეაგდო.