კალცონა "სასუოლოსთან" მატჩში სამ ცვლილებას განახორციელებს

AutoSharing Option
ხვალ, 28 თებერვალს, სერია A-ს 27-ე ტურში, "სასუოლოს" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა შემადგენლობაში სამი ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

კერძოდ, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და სასტარტო თერთმეტეულში მარიო რუისაც ვიხილავთ.

რაც შეეხება მესამე ცვლილებას, დიდი ალბათობით, ხუან ჟესუსი დაისვენებს. ჯერჯერობით უცნობია, ბრაზილიელს ოსტიგორი შეცვლის თუ ნათანი.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.