აზარი: ლუდი ძალიან მიყვარს, არდადეგებიდან წონის პრობლემით ვბრუნდებოდი

AutoSharing Option
ჯონ ობი მიკელის Obi One Podcast-ში საუბრისას ვეტერანმა ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა აღნიშნა, რომ ლუდი ძალიან უყვარს.

როგორც მან განაცხადა, ყოველ ზაფხულს არდადეგებიდან 5 კილოთი მეტი ბრუნდებოდა.

"დიახ, მართალია, რომ ზაფზულში არდადეგებიდან დაბრუნების მერე წონის პრობლემა მქონდა. ყოფილა შემთხვევა, 5კგ-ით ზედმეტიც ვყოფილვარ.

როგორც ყველა ბელგიელს, ლუდი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო ლუდს აწარმოებს.

არ ვამბობ, რომ ამ ალკოჰოლს ყოველდღიურად მოვიხმარ, მაგრამ კარგი მატჩის შემდეგ 1-2 ბოთლის დალევა მშვენიერია", - თქვა აზარმა.
ტეგები: