"მეგობარი გოგონა მჭირდება" - "ნაპოლის" ფეხბურთელის უცნაური განცხადება

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალწვეულმა სირილ ნგონგემ იტალიური კლუბის არხთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

მან გულშემატკივრებს საკუთარი თავი უკეთ გააცნო.

"მე ბრიუსელში დავიბადე. ჩემი სათამაშო პოზიცია? მარჯვენა გარემარბი ვარ. 8 წელი "ანტერლეხტში" გავატარე, 5 წელი კი - "ბრიუგეში". გასულ წელს "ვერონაში" გადავედი, დღეს კი აქ ვარ.

როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი კერპი კრიშტიანო რონალდო იყო, თუმცა, როცა პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი და უკვე საკუთარი სათამაშო სტილი გამაჩნდა, ჩემი კერპი ნეიმარი გახდა.

"ნაპოლის" უამრავ გულშემატკივარს შევხვდი, ფოტოები გადავიღეთ. აღფრთოვანებული ვარ როგორც ქალაქით, ასევე კლუბით და
ქომაგებით.

მარტოობა და ფლეისთეიშენის თამაში ძალიან მიყვარს. ძაღლი თუ კატა? ძაღლი მყავდა, თუმცა, როდესაც მარტო ცხოვრობ, ცხოველის მოვლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ჯერ მეგობარი გოგონა მჭირდება, ამის შემდეგ კი ძაღლზეც ვიფიქრებ.

საყვარელი სპორტი ფეხბურთის შემდეგ? კალათბურთი მომწონს, "გოლდენ სტეიტისა" და სტეფ კარის დიდი გულშემატკივარი ვარ", - განაცხადა ნგონგემ.

შეგახსენებთ, ნგონგე "ნაპოლის" 19.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "ვერონადან" შეუერთდა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
მეგობარი ქალი უნდა გყავდეს, ცოლი ჯერ არ გინდა
სამართალი
21:33 16-02-2024
4
რად გინდა? აგერ კვარამ მეიყვანა ცოლი და აკრიტიკებენ ქართველები, გაგაცლის ქალი სიქას ,მოედანზე დაიხარჯე ჯობია
ჯემალა
17:00 16-02-2024
15

სიახლეები პოპულარული