"დიდებულად ითამაშა" - ლუნინმა ანჩელოტი აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "რეალმა" სტუმრად "ლაიფციგი" 1:0 დაამარცხა. "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის გუნდს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო. იტალიელმა სპეციალისტმა უკრაინელი კარის დარაჯის, ანდრეი ლუნინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"რთული მატჩი გამოვიდა. კარგი მომენტები გვქონდა, დაცვაშიც საიმედოდ ვითამაშეთ. შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ასევე შეიძლებოდა შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.

ლუნინმა დიდებულად ითამაშა. მისი თავდაჯერება დროდადრო გაიზრდება", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.

altანჩელოტიმ "რეალში" ბენზემას

შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

altგანაწყენება ანჩელოტიზე - გულერი, სავარაუდოდ, იჯარით წავა

alt"ამ თემაზე საუბარი არ მსურს" - ანჩელოტიმ "ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საუბარზე უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლუნინს რომ ვკითხულობ, ლენინი მახსენდება, ერთ ასოშია სხვაობა.)) გუშინ მართლა უმაგრესად ითამაშა. მგონი მისი საუკეთესო თამაში იყო კარიერაში.
დავით 67
21:18 14-02-2024
0
ლუნინმა 9.5 მიიღო შეფასება. მამარდაშვილმა 5,1 ბოლო მატჩში. მამარდა ღირს 30მლნ ლუნინი 8,5. ვკითხულობდი უბრალოდ ეს სამართლიანია.? რა კრიტერიუმებით ადგენენ ფასებს გაგიჟდები.
გაგიჟებული
17:13 14-02-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული