მეკარე 20 წამში შეცვალეს, ყველაფერი წინასწარ გადაწყდა... - გაამართლებს ეს ამბავი საქართველოში?!

AutoSharing Option
სლოვენიის პირველ ლიგაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. რეგლამენტის თანახმად, გუნდებს 23 წლამდე ფეხბურთელების თამაშის გარკვეული ვალდებულება აქვთ, მინიმალური სათამაშო დრო კი განსაზღვრული არაა. ამის თავიდან ასაცილებლად, "როგასკაში" ასეთი რამ მოიფიქრეს - 17 წლის მეკარე ლორბერმა მხოლოდ 20 წამით ითამაშა, მისმა თანაგუნდელებმა ბურთი გვერდით ხაზს მიღმა გადააგდეს და პირველი ცვლილებაც განხორციელდა - მოედანზე გამოცდილი კიპერი მულალიჩი შევიდა.

Sportall.Ge

Cnn-ი წერს, რომ ბოლოადგილოსანი "როგასკას" თავკაცმა დრობნმა რეგულაციებისგან თავიდან ასაცილებლად ერთგვარი ტაქტიკა შეიმუშავა, "სათადარიგო" მეკარე თავიდანვე მზად იყო, მინდორზე შესულიყო.

საინტერესოა, ყველაფერ ამის გაკეთება უფრო
"ტექნიკურად" რატომ ვერ ხდება ან ასეთ შემთხვევაში, არსებობს თუ არა სანქციები. შეგახსენებთ, მსგავსი საუბრები საქართველოშიც ყოფილა, ეროვნულ ლიგაში დაწესდეს რეგულაციები, რაც თავის გამოჩენის შესაძლებლობას ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცემს. საინტერესოა, თავის არიდებას ჩვენთანაც ასე შეეცდებიან თუ ეს გადაწყვეტილება გაამართლებს?!

altსაინტერესო ამბავი ინგლისში - დამკვიდრდება მრგვალი წითელი ბარათი?!