სუდაკოვი "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" არ მიჰყიდეს და გასამრჯელოს მნიშვნელოვნად მოუმატებენ

AutoSharing Option
"შახტარმა" უკრაინის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი "ნაპოლის" 40 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა, კონტრაქტს 2029 წლის ივნისამდე გაუგრძელებს, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონი გახდება.

ჟურნალისტი მიხაილ სპივაკოვსკი იტყობინება, რომ სუდაკოვს ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან და სეზონში 1.5-2 მილიონს აიღებს.

სუდაკოვის იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით "იუვენტუსს" უნდა, მაგრამ დონეცკური კლუბის მიერ მოთხოვნილი მაღალი ფასის გამო მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ