კოტ დ'ივუარის პოლიცია ბილეთების გადამყიდველებს დააპატიმრებს

AutoSharing Option
დღეს, 13 იანვარს, 2024 წლის აფრიკის თასის პირველი მატჩი გაიმართება - ტურნირის მასპინძელი კოტ დ'ივუარი გახსნით შეხვედრაში გვინეა ბისაუს დაუპირისპირდება. იქამდე, კი კოტ დ'ივუარელმა აქტივისტმა ედიტ ბროუმ ტვიტერში დაწერა, რომ ქვეყნის პოლიცია შეჯიბრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გადამყიდველებს დააპატიმრებს. 

"თუ პოლიცია ბილეთების გადაყიდვის ფაქტზე დაგიჭერთ, პირდაპირ იზოლატორში ამოყოფთ თავს. არ გარისკოთ!' - დაწერა ბლოუმ. 

აფრიკის ერთა თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა 11 თებერვალს შედგება. ტურნირს კოტ დ'ივუარის 5 ქალაქი უმასპინძლებს - აბიჯანი, ბუაკე, კოროგო, სან პედრო და იამუსუკრო.